კონფიდენციალურობის დებულება
ბოლოს განახლებულია 2022 წლის 1 ივნისს
კონფიდენციალურობის პოლიტიკის წესდება (შემდეგში — „წესდება“) „შპს კ.ჟ. განვითარების“ (შემდეგში — „კომპანია“, „ჩვენ“ ან „ჩვენი“) აღწერს, თუ როგორ და რატომ შეიძლება შევაგროვოთ, შევინახოთ, გამოვიყენოთ, დავამუშაოთ ან/და გავაზიაროთ თქვენი ინფორმაცია, როდესაც თქვენ გამოიყენებთ ჩვენს ნებისმიერ მომსახურებას, როგორებიცაა:
ამ წესდების წაკითხვა დაგეხმარებათ გაიგოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა. თუ არ ეთანხმებით მას, არ გამოიყენოთ ჩვენი მომსახურებები. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან შენიშვნა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ Kitxvebi@Borbalo.ge.
საკვანძო პუნქტების შეჯამება
ეს შეჯამება შეიცავს საკვანძო პუნქტებს ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ. თუ გსურთ, გაიგოთ მეტი ამ თემების შესახებ, დააწკაპუნეთ ბმულზე თითოეული ძირითადი პუნქტის შემდეგ ან გამოიყენეთ ჩვენი სარჩევი; თქვენ შეგიძლიათ დააწკაპუნოთ აქ, რათა პირდაპირ გადახვიდეთ სარჩევზე.
რა პირად ინფორმაციას ვამუშავებთ?
როდესაც იყენებთ ჩვენს მომსახურებ(ებ)ას, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ და დავამუშაოთ პირადი მონაცემები თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით. დააწკაპუნეთ აქ უფრო მეტის გასაგებად.
ვამუშავებთ თუ არა რაიმე მგრძნობიარე პირად ინფორმაციას?
ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ მგრძნობიარე პირადი ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში თქვენი თანხმობით ან მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ საზღვრებში. დააწკაპუნეთ აქ უფრო მეტის გასაგებად.
ვიღებთ თუ არა რაიმე ინფორმაციას მესამე მხარისაგან?
ჩვენ შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია საჯარო და სამთავრობო მონაცემთა ბაზებიდან, მარკეტინგული პარტნიორებიდან და სხვა გარე წყაროებიდან. დააწკაპუნეთ აქ უფრო მეტის გასაგებად.
როგორ ვამუშავებთ თქვენს ინფორმაციას?
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს ინფორმაციას კანონის შესაბამისად ჩვენი მომსახურების უზრუნველსაყოფად, გასაუმჯობესებლად, ადმინისტრირებისთვის, თქვენთან კომუნიკაციისთვის, უსაფრთხოებისა და თაღლითობის პრევენციისთვის. ჩვენ ასევე შეიძლება დავამუშაოთ თქვენი ინფორმაცია სხვა მიზნებისთვისაც თქვენი თანხმობით. ჩვენ ვამუშავებთ თქვენს ინფორმაციას მხოლოდ მაშინ, როდესაც გვაქვს ამის გასაკეთებელი კანონიერი საფუძველი. დააწკაპუნეთ აქ უფრო მეტის გასაგებად.
რა ვითარებაში და რა ტიპის მხარეებს ვუზიარებთ პირად ინფორმაციას?
ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ ინფორმაცია კონკრეტულ ვითარებაში მესამე მხარის კონკრეტულ კატეგორიებს. დააწკაპუნეთ აქ უფრო მეტის გასაგებად.
როგორ ვინარჩუნებთ თქვენს ინფორმაციას უსაფრთხოდ?
ჩვენ გვაქვს ორგანიზაციული და ტექნიკური პროცესები და პროცედურები თქვენი პირადი ინფორმაციის დასაცავად. აქვე ხაზი უნდა გაესვას, რომ ზოგიერთი მონაცემი, როგორიცაა პლასტიკური ბარათის მონაცემები, ინახება საბანკო ბაზათა ცენტრში, ანუ მას დაცვის ორი დონე გააჩნია. თუმცა ინფორმაციის შენახვის ვერცერთი ტექნოლოგია ვერ იქნება ასპროცენტიანი გარანტი უსაფრთხოებისა, ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია დაგპირდეთ, რომ ჰაკერები, კიბერკრიმინალები ან სხვა არაავტორიზებული მესამე მხარეები ვერ შეძლებენ დაამარცხონ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა და შეაგროვონ ან მოიპარონ თქვენი ინფორმაცია. დააწკაპუნეთ აქ უფრო მეტის გასაგებად.
რა უფლებები გაქვთ?
გაქვთ უფლება, მოითხოვოთ თქვენი პირადი ინფორმაციის ჩვენი ბაზათა ცენტრიდან წაშლა. დააწკაპუნეთ აქ უფრო მეტის გასაგებად.
როგორ უნდა გამოიყენოთ თქვენი უფლებები?
თქვენი უფლებების განხორციელების უმარტივესი გზაა, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელფოსტაზე: Kitxvebi@Borbalo.ge. ჩვენ ოპერატიულად განვიხილავთ თქვენს ნებისმიერ მოთხოვნას და ვიმოქმედებთ პირად მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თუ გსურთ გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ ჩვენ მიერ შეგროვებულ ინფორმაციას, წაიკითხეთ წესდება.
სარჩევი
1. რა პირად ინფორმაციას ვამუშავებთ?
1.1 პირადი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით
ჩვენ ვაგროვებთ პირად ინფორმაციას, რომელსაც თქვენ ნებაყოფლობით გვაწვდით დარეგისტრირებისას, მანქანის დამატებისას ან ჩვენი სხვა მომსახურების გამოყენებისას.
ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ
პირადი ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ, დამოკიდებულია ჩვენთან და მომსახურებებთან თქვენი ურთიერთქმედების კონტექსტზე, თქვენ მიერ გაკეთებულ არჩევანზე, თქვენ მიერ გამოყენებულ პროდუქტებსა და ფუნქციებზე.
ჩვენ მიერ შეგროვებული პირადი ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
სენსიტიური ინფორმაცია
საჭიროების შემთხვევაში, თქვენი თანხმობით ან მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ საზღვრებში, ჩვენ ვამუშავებთ სენსიტიური ინფორმაციის შემდეგ კატეგორიებს:
გადახდის მონაცემები
ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ მონაცემები, რომლებიც აუცილებელია თქვენი გადახდის დასამუშავებლად. გადახდის ყველა მონაცემს ინახავს „გაერთიანებული ანგარიშსწორების ცენტრი“. მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკის წესდების ნახვა შეგიძლიათ აქ: ucc.ge/privacy.
აპლიკაციის მონაცემები
თუ თქვენ იყენებთ ჩვენს აპლიკაცია(ებ)ს, ჩვენ ასევე შეიძლება შევაგროვოთ შემდეგი ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ მოგვაწოდოთ წვდომა ან ნებართვა:
ეს ინფორმაცია, პირველ რიგში, საჭიროა თქვენივე კომფორტისთვის, რადგან შეტყობინებები, ხშირ შემთხვევაში, შეიცავს ინფორმაციას მოახლოებული გადახდების თარიღების შესახებ. ის მნიშვნელოვანია ასევე ჩვენი აპლიკაცი(ებ)ის უსაფრთხოებისა და გამართული მუშაობისთვის, პრობლემების აღმოსაფხვრელად და ჩვენი შიდა ანალიტიკისათვის.
პირადი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით, უნდა იყოს ჭეშმარიტი, სრული და ზუსტი.
1.2 ინფორმაცია, რომელიც ავტომატურად გროვდება
ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ გარკვეულ ინფორმაციას, როდესაც თქვენ სტუმრობთ ან იყენებთ ჩვენს მომსახურებებს. ეს ინფორმაცია არ ავლენს თქვენს კონკრეტულ პირადობას (როგორიცაა თქვენი სახელი ან საკონტაქტო ინფორმაცია), მაგრამ შეიძლება შეიცავდეს მოწყობილობისა და გამოყენების ინფორმაციას, როგორებიცაა: თქვენი IP მისამართი, ბრაუზერის და მოწყობილობის მახასიათებლები, ოპერაციული სისტემა, ენის პრეფერენციები, მოწყობილობის სახელი, ქვეყანა, მდებარეობა. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ და როდის იყენებთ ჩვენს მომსახურებებს და სხვა ტექნიკური მონაცემები. ეს ინფორმაცია, პირველ რიგში, საჭიროა ჩვენი მომსახურებების უსაფრთხოებისა და გამართული მუშაობისთვის, ასევე ჩვენი შიდა ანალიტიკისთვის.
ჩვენ მიერ შეგროვებულ ინფორმაციაში არის:
1.3 ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ სხვა წყაროებიდან
იმისათვის, რომ გავხადოთ პროდუქტ(ებ)ი თქვენზე უფრო მორგებული და კომფორტული, მოგაწოდოთ შესაბამისი შეთავაზებები, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ სხვა წყაროებიდან, როგორებიცაა: საჯარო და სამთავრობო მონაცემთა ბაზები, მარკეტინგული პარტნიორები, შვილობილი პროგრამები, მონაცემთა პროვაიდერები და სხვა მესამე მხარეები. ეს ინფორმაცია მოიცავს მანქანის მონაცემებს, ელფოსტის მისამართებს, ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართებს და მორგებულ პროფილებს მიზნობრივი რეკლამისთვის.
2. როგორ ვამუშავებთ თქვენს ინფორმაციას?
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პირად ინფორმაციას იმისდა მიხედვით, თუ რომელ მომსახურებას იყენებთ:
3. როდის და ვის ვუზიარებთ თქვენს პირად ინფორმაციას
ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი მონაცემები მესამე მხარეს: სერვისის პროვაიდერებს, კონტრაქტორებს ან აგენტებს (შემდეგში — „მესამე მხარეები“), რომლებიც ასრულებენ მომსახურებას ჩვენთვის ან ჩვენი სახელით და მოითხოვენ წვდომას ასეთ ინფორმაციაზე ამ სამუშაოს შესასრულებლად. მესამე მხარის კატეგორიები, რომლებსაც შეიძლება გავუზიაროთ პირადი ინფორმაცია, შემდეგია:
ჩვენ ასევე შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი პირადი ინფორმაციის გაზიარება შემდეგ სიტუაციებში:
4. რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს ინფორმაციას?
ჩვენ შევინახავთ თქვენს პირად ინფორმაციას მხოლოდ მანამ, სანამ ეს აუცილებელია ამ წესდებაში მითითებული მიზნებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უფრო ხანგრძლივი შენახვის ვადა არ არის მოთხოვნილი ან ნებადართული კანონით (როგორებიცაა საგადასახადო, ბუღალტრული ან სხვა სამართლებრივი მოთხოვნები). ამ წესდებაში არანაირი მიზანი არ მოითხოვს თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვას ანგარიშის გაუქმების შემდეგ.
როდესაც ჩვენ აღარ გვაქვს საჭიროება თქვენი პირადი ინფორმაციის დამუშავებისა, ჩვენ ან წაშლით ან ანონიმურად ვაქცევთ ასეთ ინფორმაციას, ან, თუ ეს შეუძლებელია (მაგალითად, იმის გამო, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია შენახულია სარეზერვო არქივებში), მაშინ ჩვენ უსაფრთხოდ განვაგრძობთ მის შენახვას, გამოვყოფთ მას, სანამ შესაძლებელი იქნება ინფორმაციის წაშლა.
5. როგორ ვინარჩუნებთ თქვენს ინფორმაციას უსაფრთხოდ?
ჩვენ განვახორციელეთ გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების სამუშაოები და მივიღეთ შესაბამისი ზომები, რომლებიც შექმნილია ჩვენ მიერ დამუშავებული ნებისმიერი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუმცა, მიუხედავად ამისა, ინფორმაციის შენახვის ვერცერთი ტექნოლოგია ვერ იქნება ასპროცენტიანი გარანტი უსაფრთხოებისა, ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია დაგპირდეთ, რომ ჰაკერები, კიბერკრიმინალები ან სხვა არაავტორიზებული მესამე მხარეები ვერ შეძლებენ დაამარცხონ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა და შეაგროვონ ან მოიპარონ თქვენი ინფორმაცია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ თქვენი პირადი ინფორმაცია, მისი გადაცემა და დაბრუნება ჩვენ მომსახურებებს შორის ხორციელდება თქვენი რისკის ქვეშ.
6. რა უფლებები გაქვთ?
თქვენი თანხმობის გაუქმების უფლება
თუ ჩვენ ვეყრდნობით თქვენს თანხმობას თქვენივე პირადი ინფორმაციის დასამუშავებლად, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული ან/და ნაგულისხმევი თანხმობა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენი თანხმობა. ამისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ სექციაში მოცემული საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით „როგორ შეიძლება დაგვიკავშირდეთ წესდებასთან მიმართებით?“.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს არ იმოქმედებს ინფორმაციის დამუშავების კანონიერებაზე მის გაუქმებამდე და არც იმ შემთხვევაში, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა იძლევა საშუალებას.
ეს ასევე არ იმოქმედებს თქვენი პირადი ინფორმაციის დამუშავებაზე, რომელიც მუშავდება სხვა კანონიერ საფუძველზე, გარდა თქვენი თანხმობისა.
6.1 ინფორმაცია ანგარიშის შესახებ
თუ გსურთ გადახედოთ ან შეცვალოთ თქვენს ანგარიშზე არსებული ინფორმაცია ან გააუქმოთ თქვენი ანგარიში, შეგიძლიათ:
თქვენი ანგარიშის შეწყვეტის მოთხოვნით, ჩვენ გავაუქმებთ ან წავშლით თქვენს ანგარიშს და ინფორმაციას ჩვენი აქტიური მონაცემთა ბაზებიდან. თუმცა ჩვენ შეიძლება შევინარჩუნოთ გარკვეული ინფორმაცია ჩვენს ფაილებში თაღლითობის თავიდან ასაცილებლად, პრობლემების აღმოსაფხვრელად, ნებისმიერი გამოძიების დასახმარებლად, ჩვენი სამართლებრივი პირობების აღსასრულებლად ან/და მოქმედი სამართლებრივი მოთხოვნების შესასრულებლად.
თუ გაქვთ შეკითხვები ან კომენტარები თქვენი კონფიდენციალურობის უფლებებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: Kitxvebi@Borbalo.ge.
7. შეგვაქვს თუ არა ცვლილებები ამ წესდებაში?
ჩვენ შეიძლება დროდადრო განვაახლოთ ეს წესდება. განახლებული ვერსია იქნება მითითებული თარიღით და ის ამოქმედდება, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება. თუ ჩვენ შევიტანთ არსებით ცვლილებებს ამ კონფიდენციალურობის შესახებ წესდებაში, ჩვენ შეიძლება შეგატყობინოთ ცვლილებების შესახებ უშუალოდ წესდების გამოგზავნით.
ჩვენ მოგიწოდებთ, ხშირად გადახედოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის წესდებას, რათა მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვიცავთ თქვენს პირად მონაცემებს.
8. როგორ შეიძლება დაგვიკავშირდეთ წესდებასთან მიმართებით?
თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები ან კომენტარები ამ წესდებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: Kitxvebi@Borbalo.ge.